Sunday, December 22, 2013

ტრენინგის IX დღე

დღე მასალის გამეორებით დავიწყეთ. ტრენინგის ყველა წევრმა გავაკეთეთ საკუთარი პროექტის პრეზენტაცია. უამრავი საინტერესო პრეზენტაცია მოვისმინე რაც შემდგომი მუშაობისთვის დამეხმარება. ქალბატონმა ქეთიმ გადმოგვცა სერთიპიკატები. დღევანდელმა დღემ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის გაწეული ძალისხმევისთვის.

Saturday, December 21, 2013

ტრენინგის VIII დღე

დღევანდელი დღე საშინაო დავალების მიმოხილვით დავიწყეთ. შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარებათ პროექტის განმავლობაში და გაუწევს გზამკვლევის ფუნქციას. დავხვეწეთ პროექტის გეგმა და მოვახდინეთ სრულყოფა. ვისწავლეთ ჰიპერლინკების დადება და მოხსნა. უკვე სრულყოფილი ფოლდერი ავტვირთეთ ბლოგზე.  ბოლოს საათის გაჯეტად ჩასმა და დღევანდელი დღის რეფლექსია.

Sunday, December 15, 2013

ტრენინგის VII დღე

გავიმეორეთ წინა მასალა. დავხვეწეთ და ვსრულყავითგეგა, შევიტანეთ ყველა მოსწავლის საჭიროებები, ვიმუშავეთ ბლოგზე შევქმენით  ალბომი და დავწერეთ დღევანდელი დღის რეფლექსია. დღემ როგორც ყოველთვის სასიამოვნოდ ჩაიარა.

Saturday, December 14, 2013

ტრენინგის VI დღე


დრევანდელი დღეც წინა მასალის გამეორებით დავიწყეთ. პროექტის გეგმაში შევიტანეთ შეფასების რუბრიკები,რომლის ნიმუშებიც წინასწარ ვნახეთ ინტელის რესურსებში და მოვარგეთ ჩვენს პროექტს.
   ვიმუშავეთ ბლოგზე, დავამატეთ გვერდები.

Sunday, December 8, 2013

ტრენინგის V დღე

როგორც ყოველთვის დღევანდელი დღეც წინა მასალის გამეორებით დაიწყო. შემდეგ პროექტის გეგმაში შევიტანეთ სტანდარტი. განვიხილეთ საავტორო უფლებების შაბლონები და გადავიტანეთ მოძიებული მასალის ლინკები,  ვისწავლეთ ბლობზე კომენტარის გაკეთება, შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში და გავიმეორეთბლოგის  ინსტრუმენტები : ფონის, დიზაინის შეცვლა. ბლოგზე ვისწავლეთ გაჯეტების დამატება, ბლოგის წაშლა-აღდგენა. (სურათის  გაჯეტად  ჩასმა) დღევანდელმა დღემ მოლოდინს გადააჭარბა.

Saturday, December 7, 2013

ტრენინგის IV დღე

მეოთხე დღე ნასწავლი მასალის გამეორებით დავიწყეთ. მოვახდინეთ ბუკლეტის სურათებით გაფორმება და სრულყოფა. გადავხედეთ პროექტის გეგმას და დავხვეწეთ. გავიმეორეთ power point-ის ინსტრუმენტები დაწვრილებით,მოვამზადეთ პროექტის პრეზენტაცია,  ავტვირთეთ google-ის დრაივერში და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე. გავაკეთეთ დღევანდელი დღის რეფლექსია.


Sunday, December 1, 2013

ტრენინგის III დღე

ტრენინგი წინა მასალის რეფლექსიით დაიწყო. მოვახდინეთ პროექტის მიზნების დასახვა, საკვანძო შეკითხვების ჩამოყალიბება. ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების გარჩევა. ვისწავლეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და შევავსეთ ნაწილობრივ.